Thursday, August 15, 2013

როგორ მუსიკას უსმენს ახალგაზრდა თაობა

პროექტის სახელწოდება:    როგორ  მუსიკას  უსმენს ახალგაზრდა  თაობა. 
პროექტის  მტავარი  იდეა:       უსმენს  თუ არა  ახალგაზრდობა გემოვნებიან მუსიკას,
პროექტის აქტუალობა:   საკითხი აქტუალურია, რადგან ბაზარზე  გაჩნდა უგემოვნო, უხარისხო მუსიკა.
პროექტის მიზნები: განუვითაროს მოსწავლეებს სწორი შეფასებისა და კვლევა-ძიების უნარი. 
მონაწილეთა ასაკი: IX  კლასი.
ვადები:  ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები: აუდიო და ვიდეო მასალა, ბუკლეტი.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, CD დისკი,პროექტორი, A4  ფორმატის ქაღალდი.
პროექტის მსვლელობა: სკოლაში ჩატარდება გამოკითხვა თუ როგორ მუსიკას უსმენენ მოსწავლეები,ასევე ჩაიწერენ ინტერვიუს სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან, თუ როგორ მუსიკას უსმენდნენ ისინი ახალგაზრდობაში. აიღებენ ინტერვიუს მუსიკალური პროდუქციით მოვაჭრეებისაგან. ერთი ჯგუფი გააკეთებს გამოკითხვას, თუ რამ გამოიწვია მდარე მუსიკის პოპულარობა და რაში ხედავს გამოსავალს.  ერთ დღეს  გაიმართება დისკუსია ,სკოლაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად(სტუმრების მოწვევას განახორციელებს პროექტის მონაწილეთა მეორე ჯგუფი.) მესამე  ჯგუფი ინტერნეტის საძიებო სისტემის გამოყენებით მოიკვლევენ საჭირო ინფორმაციას, დაახარისხებენ (ცნობილი ანსამბლების, პოპულარული ინდივიდუალური შემსრულებლების,ცნობილი კომპოზიტორებისშესახებ ,ინტერნეტიდან გადმოწერენ მათ მიერ შესრულებულ პოპულარულ ნაწარმოებებს) და მოამზადებენ  ბუკლეტს თანდართულს დისკით. პროექტს წარუდგენენ აუდიტორიას
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
·           თეორიულ მასალ მოძიება, რესურსის შექმნა;
·           პროექტის მომზადებასა და წარდგენაში მონაწილეობა.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ფორჩხიძე.
ხელმძღვანელის ელ, ფოსტა: nporchkidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი/:  http:nporchkidzeblogspot.com